Thursday 10 December 2009

მე-8-მე-9 საუკუნეების ტაო-კლარჯეთი

პროექტი ქართულ ლიტერატურაში
პროექტის სახელი: მე-8 -მე-9 საუკუნეების ტაო-კლარჯეთი

პროექტის მიზანი: მე-8-მე-9 საუკუნეების ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობისა და ამ პერიოდის გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლა.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან მე-8-მე-9 საუკუნეების ტაო- კლარჯეთის ისტორიას, ისტ-ს საშუალებით მოიძიებენ ამ კუთხეში არსებულ კულტურის ძეგლებს, რომლებიც გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის პერიოდშია აგებული, გაეცნობიან იმდროინდელ საერო და საეკლესიო მოღვწეებს, მოიძიებენ მასალებს მოცემული ძეგლების დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, ამავე დროს სიღრმისეულად შეისწავლიან გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობის ძირითად ეტაპებს, შექმნიან ელექტრონულ ჟურნალს „უძველესი ტაო-კლარჯეთი.“

მონაწილეთა ასაკი: 16 წელი (მე-10 კლასი).

ვადები|ხანგრძლივობა:25 ნოემბრიდან 20 დეკემბრამდე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება, სრული ტექსტის შესწავლა, ისტ-ს საშუალებით ისტორიულ ძეგლებსა და, ზოგადად, ტაო- კლარჯეთზე მასალების მოძიება, იმდროინდელ საერო და სასულიერო პირთა ცხოვრების შესწავლა, ელექტრონული ჟურნალის გამოცემა.

მოსალოდნელი შედეგები ანუ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები უკეთ შეისწავლიან მოცემულ ეპოქას, გიორგი მერჩულეს ნაწარმოებს, განუმტკიცდებათ ჯგუფში მუშაობის ჩვევა, შეეძლებათ ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობა, ჩამოუყალიბდებათ მხატვრული და ლიტერატურული გემოვნება.

სარგებელი სხვებისთვის: მოცემული პროექტი დაეხმარება სხვა მოსწავლეებს მე-8-მე-9

საუკუნეების ტაო-კლარჯეთის ისტორიის, აშოტ კურაპალატის, გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების ღვაწლისა და ცხოვრების გზის უკეთ შესწავლაში. შესაძლებელია, ელექტრონულმა ჟურნალმა დახმარება გაუწიოს ამ საკითხით დაინტერესებულ სხვა ადამიანებსაც.

სამუშაო ენა: ქართული.

საგნებთან|საგნობრივ, ე. ს. გ-თან კავშირი: საქართველოს ისტორია, ისტ.

  • არჩევს და იყნებს წყაროებს მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.

  • მოიძიებს და ამუშავებს წყაროებს.

  • აგროვებს შესაბამის წყაროებს ისტ-ს საშუალებით.

  • .მსჯელობს არგუმენტირებულად.

  • ადგენს გეგმას პროექტის შექმნის მიზნით.

პროექტის ფასილიტატორი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა იაშვილი

ფასილიტატორის ელფოსტა:Tengulikuna@gmail.com.


ჩემი პორტფოლიო:

გრიგოლ ხანძთელის ნაკვალევზე